Thursday, June 18, 2009

msoflios Svidi saocreba

დიდ პირამიდას არავითარი სარგებლობა არ მოჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომიგიც განსაცვიფრებელი ქმნილებაა საინჟინრო ხელოვნებისა. მართალია, ამას ვერ სწვდებოდნენ დიოდორე, პლინიუსი, სტრაბონი და ჰეროდოტე, მაგრამ მათ მოწონებას იმსახურებდა მისი გრანდიოზულობა, მასიური კონცენტრაცია ადამიანური შრომისა, რომელმაც იგი ააგო. ისინი სწორად ხვდებოდნენ მის დანიშნულებას და ძირითადად მისი კონსტრუქციის მეთოდს; ჰეროდოტეს მონათხრობი, 23 საუკუნის წინანდელი, ძირითადად ემთხვევა თანამედროვე არქეოლოგიურ მონაცემებს, მცირე დეტალების გამოკლებით. მაგრამ ვიდრე ევროპელი მეცნიერები არ დაიწყებდნენ XIX საუკუნეში პირველ მეცნიერულ გამოკვლევებს პირამიდებისას, ეგვიპტის მიღწევათა მთელი სიდიადე ჯერ არ იყო გამოვლენილი. ავიღოთ ჯერ მისი ზომები: სივრცე, რომელიც მას უჭირავს, დაიტევს ერთად წმინდა პეტრეს ტაძარს რომისას, უესტმინისტერის სააბატოს, ფლორენციისა და მილანის ტაძრებს. ერთმა ავტორიტეტმა გამოითვალა: მისი მასალა რომ დაეწყოთ თითო ფუტის სიგრძე კუბებად ერთმანეთის მიყოლებით, იგი უდრის 2/3-ს დედამიწის გარშემოწერილობისას. ნაპოლეონმა, რომელმაც შეისწავლა ძეგლი და აცოცდა კიდეც მის მწვერვალზე, გამოუცხადა თავის გენერლებს, რომ მისი გამოთვლით დიდი პირამიდა შეიცავს საკმარისს ქვებს, რათა შემოევლოთ 10 ფუტი სიმაღლე და ერთი ფუტი სისქე გალავანი მთელი საფრანგეთისათვის! გამოჩენილი ფრანგი მათემატიკოსი, რომელიც ახლდა იმპერატორს მის ეგვიპტურ ექსპედიციაში, როგორც ამბობენ, ადასტურებს ამ გამოთვლებს.

ხეოპსის ძეგლი თავდაპირველადვე შეიცავდა თითქმის ორნახევარ მილიონ ქვის ბლოკს, რომელთა წონაც საშუალოდ ნახევარი ტონა იყო, ზოგი თხუტმეტ ტონასაც იწონიდა. ეს ბლოკები აჰქონდათ პირამიდის პლატოზე მარხილებით, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების გამწე ძალით. პირამიდების მშენებლობის პერიოდში ეგვიპტელებს არ ჰქონდათ ბორბლიანი ან ცხენებშებმული რაიმე ტრანსპორტი. ასე რომ, ბლოკების აზიდვისას არ გამოიყენებოდა არავითარი მექანიკური მოწყობილობანი, გარდა ბერკეტისა და საგორავისა. იმჟამად უბრალო შკივიც კი არ იყო გამოგონებული.

ხელოვნური გორაკები და ყორღანები არსებობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მაგ. ცეილონის დაგობასები და მექსიკის პირამიდები, მაგრამ ეგვიპტის პირამიდები უნიკალურია თავისი კონსტრუქციის სიზუსტით. სერ ფლინდერს პეტრიმ, რომელმაც პირველმა შეისწავლა მეცნიერულად ეგვიპტის დიდი პირამიდა, აღმოაჩინა, რომ მისი ორიენტაცია იმდენად ზუსტია, რომ მისი მიხედვით შეიძლება გასწორება კომპასის ცდომილებათა. აი დადგენილი ცდომილებანი:

ჩრდილოეთ მხარე - 0.2'28'' დასავლეთ-სამხრეთი

სამხრეთ მხარე - 0.1'57'' დასავლეთ-სამხრეთი

აღმოსავლეთ მხარე - 0.5'30'' ჩრდილო-დასავლეთი

დასავლეთ მხარე - 0.2'30'' ჩრდილო-დასავლეთი

მაქსიმალური ცდომილებაა, აქედან გამომდინარე, გრადუსის 1/2

ოთხივე კუთხე თითქმის სწორი კუთხეებია, მაქსიმალური გადახრა 90°-დან თითქმის მეოცედი გრადუსია - ეს იმ შენობაში, რომლის ზომაც, მისი ფუძის თითოეულ წახნაგზე, 750 ფუტზე მეტია. დიდი პირამიდა წარმოადგენს ქვის მყარ მასას (შესავალი ტალანებისა და მცირე შინაგანი სენაკების გამოკლებით). შიგთავსი კირქვის გრანდული ბლოკებია, ადგილობრივად დამუშავებული. ეს ის ბლოკებია, დღეს რომ მოსჩანან ლურჯი ცისკენ აღმავალი, ოქროსსაფეხურებიანი კიბის მსგავსად. მაგრამ პირამიდის მშენებლებს ასე როდო დაუტოვებიათ ნაგებობა, ჰეროდოტემ, სტრაბონმა და პლინიუსმაც ასე როდი იხილა პირამიდა. თავდაპირველად იგი დაფარული იყო თეთრი კირქვით, რომელსაც ამუშავებდნენ მოკატამის მთებში, ნილოსის მოპირდაპირე ნაპირზე. არაბმა მძარცველებმა თითქმის მას მთლიანად შემოაცალეს ეს პერანგი, მაგრამ პეტრიმ მაინც იპოვნა რამოდენიმე ფრაგმენტი, შემორჩენილი ფუძეზე. მათი დამუშავების სიფაქიზე განსაცვიფრებელია.

ალექსანდრიის შუქურა

როდესაც ალექსადრე დიდმა ფეხი დადგა ეგვიპტის მიწაზე. თავისი მომავალი დედაქალაქის ადგილად მან აირჩია მეთევზეთა მცირე დასახლება რაკოთისი ნილოსის დასავლეთ ტოტზე. აქ იყო დაბალი, ქვიშიანი ნაპირი და მცირე კუნძული, სადაც ალექსანდრემ თუ მისმა მრჩეველებმა დაინახეს პორტის აგების შესაძლებლობა. მის უკან მდებარეობდა მოერისისეული ტბა, რომელიც ერთვოდა ნილოსს და წყლით ამარაგებდა პორტს მდინარესთან და ძღვასთან ერთად. ნავსადგურებს არ უწევდათ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთის მოქცევა, რომელმაც შლამით აავსო სხვა პორტები. ეს იცოდნენ რა თქმა უნდა ბერძნებმა, რომლებიც დასახლებული იყვნენ მრავალი ასეული წლის წინ აქ. მათი ქალაქი ნავკრატისი არც ისე შორს იყო. ალექსანდრე დიდს, როგორც ელინური კულტურის თავკაცს, სურდა ისეთი ადგილი, სადაც მისი დედაქალაქი თავისუფლად განვითარდებოდა, ეგვიპტური ნაგებობებისა და ადგილობრივი ტრადიციების მხრივ ხელის შეშლის გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აღმოცენდა უმდიდრესი ქალაქი და უდიდესი კულტურული და კომერციული ცენტრი ბერძნული სამყაროსი; პტოლემეთა დედაქალაქი, ანტონიუსის და კლეოპატრას მიჯნურობის არენა, ასეთი ელეგანტობის, მშვენიერების და ბრწყინვალების საუფლო, როგორიც ეგვიპტეს არ მოსწრებია იმპერიული თებეს შემდეგ. ეს იყო ალექსანდრია. თავად ალექსანდრე ვერ მოესწრო ქალაქს, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მისმა გენერალთაგანმა დიპყრო ეგვიპტე, როგორც თავისი კუთვნილი ნაწილი აწ დაშლილი იმპერიისა, დააფუძვნა დინასტია და მის სატახტო ქალაქად აქცია ალექსადრია. არქიტექტორმა დინიკრატემ დაგეგმა ქალაქი, რომელიც შედგებოდა წვრილ-წვრილი ქუჩების ქსელისგან და დიდი ცენტრალურსვეტებიანი მოედნისაგან, რომლის სიგანეც იყო 100 ფუტი. აღმოსავლეთ მას ჰქონდა მზის კარიბჭე, ხოლო დასავლეთით მთვარის კარიბჭე. შუქურის მცირე კუნძული დაუკავშირდა ხმელეთს ჯებირით, ხოლო ერთ დროს ჭაობიან სანაპირო ზოლზე მძლავრი შენობები აღმოცენდა. აქ იყო მუზეუმები, გარეგნულად ვითომდაც მუზების ტაძარი, სინამდვილეში კი უნივერსიტეტი, სადაც თავმოყრილნი იყვნენ მეცნიერები ბერძნული სამყაროს მრავალი კუთხიდან, რომელთაც სახელმწიფო უხდიდა ჯამაგირს, რაც აძლევდა მათ არა მხოლოდ სწავლების, არამედ მეცნიერული კვლევის შესაძლებლობას. მუზეუმის კუთვნილი ბიბლიოთეკა ცნობილი იყო მსოფლიოში უდიდესი და რომაული პერიოდისთვის იქ დაგროვდა ათასობით "გრაგნილი". აქ იყო მეფეთა სასახლე, ალექსანდრიის აკლდამა, ზოოლოგიური ბაღები, ცეზარიუმი, რომელიც წამოიწყო კლეოპატრამ, ვითარცა ტაძარი, ანტონიუსისადმი მიძღვნილი და რომელიც შემდეგ დაასრულდა ავგუსტუსის პატივსაცემად.

თუ გავიკვლევდით გზას მესამე საუკუნის ალექსანდრიაში, დავინახავდით სანაპიროს გასწვრივ ლურჯ წყალზე მოტორტმანე წითელაფრიან, ქიმმოკაკვულ გემებს; პატარ-პატარა ნავებს, აქეთ-იქით რომ სერავდნენ ზღვას; ჯებირის ხაზს, რომელიც აერთებდა კუნძულს ხმელეთთან და კუნძუნლზე კი უღრუბლო ცაში ატყორცნილ ოთხასფუტიან (სიმაღლე უნდა ყოფილიყო 400 ან 600 ფუტი) მარმარილოს კოშკისდარ ნაგებობას, ბაბილონური ციგურატის მსგავსად საფეხურიანს. ქვედა იარუსები ოთხკუთხაა, ხოლო უმწვერვალესნი წრიულნი არიან, ყოველი მათგანის ძგიდეზე აივნები ჰქონდათ, მდიდრულად მოხატულ მოჩუქურთმებული. მწვერვალზე მარჯვენა მხარეს უშველებელი მაყალი იდგა რომელშიც გამუდმებულად ენთო ცეცხლი. ეს იყო ყველა შუქურის პროტოტიპი. ზოგიერთ ევროპულ ენაში ეს სიტყვა დღესაც "შუქურას" ნიშნავს: მაგ. ფრანგულად პჰარე, ესპანურად კი ფარო.

თუ გავივლიდით ჯებირს და უფრო ახლოდან შევხედავდით, ჩვენს წინაშეცათამბჯენივით აღიმართებოდა შენობა. მის თეთრ ზედაპირზე უამრავი სარკმელია, ვინაიდანეს მხოლოდ შუქურის კოშკი არ იყო, არამედ ციხესიმაგრეც, მასში სამასზე მეტი ოთახიიქნებოდა. მასში გამოყენებული იყო განსაცვიფრებელი ხელოვნება, აღსანიშნავია ძირითადადშუქურისათვის საწვავის მიწოდება ყოველი ზემოაღნიშნული გადმოცემის თანახმადდაპროექტეულია კნიდოსელი სოსტრატეს მიერ. საძირკველის დონიდან დაწყებული ფართოსპირალური დერეფნები მიემართებოდნენ აღმა იმგვარი დახრილობით, რომ დატვირთულიცხენები და თვით ფორნებიც კი იოლად ახერხებდნენ იოლად ასვლას. ამ გზის თავზე კარიბჭეყოფილა, იქვე ამწე რომლითაც ეზიდებოდნენ საწვავს მწვერვალის მაყალზე. ცეცხლს იქვეედგა სარკე "პრიალა ქვისა", რომელიც აძლიერებდა ნათელფენას და რომლის დანახვაცშესაძლებელს ხდიდა მის დანახვას 300 მილის მანძილზე. ფაროსზე არსებობდა მრავალილეგენდა. ერთის აზრით თურმე ლინზის მეშვეობით შესაძლებელი ხდებოდა (მზის სხივის მისფოკუსში მოხვედრის შემდეგ) 100 მილის მანძილზე გემების დაწვა. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ,რომ სოსტრატემ გამოიგონა ახალი ფორმის ლინზა, რომელიც იძლეოდა უფრო ძლიერ შუქს,ვიდრე დღემდე არსებული სხვა ლინზები.

არაბთა მალემრწმენობამ და სიხარბემ ბოლო მოუღო ფაროსს. მუსლიმანთა მიერ ეგვიპტისდაპყრობის შემდეგ მათ შეინარჩუნეს შუქურა, რომელიც. რა თქმა უნდა, დიდად ეხმარებოდამათ ნაოსნობაში. კონსტანტინეპოლის ქრისტიანი იმპერატორი მიხვდა ამას და გადაწყვიტახრიკი ეხმარა მის დასანგრევად. მან გააგზავნა დესპანი ალ-ვალიდის კარზე და დაავალახალიფის ნდობა დაემსახურებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ ემისარმა დაიწყო ხმისგავრცელება ზღაპრული ამბებისა ფაროსის ძირში დამარხული საუნჯის შესახებ. ოქროსმოყვარულმა არაბებმა დაიწყეს შენობის დანგრევა მაგრამ ხალიფა მიხვდა ხრიკს და შეწყვიტანგრევა. სამწუხაროდ დანგრეულის აღდგენა ვეღარ მოახერხეს და ის მეჩეთად გადააკეთეს.ნილოსის დელტაში მომხდარმა მიწისძვრამ საბოლოოდ გაანადგურა ეს შესანიშნავი ნაგებობა,მაგრამ ამბობენ რომ მისი საძირკველის ნარჩენების ნახვა დაწმენდილი ზღვის ფსკერზეშეიძლება.

ბაბილონის დაკიდული ბაღები

ერთ დროს ბაბილონი უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ანტიკური აღმოსავლეთის. დაახლოებით 2000 წლით ადრე ქრისტეს შობამდე იგი იყო სატახტო ქალაქი ხამურაბისა. დიდი მპყრობლის და სჯულისმდებლის შემდეგ იგი ხელთ იგდეს ასირიელებმა, კვლავ აღორძინდა მცირე მეფეთა; კასიტის დინასტიის წარმომადგენელთა ხელში, ვიდრე მეშვიდე საუკუნეში კვლავ არ დაიწყო მისი ზეობა ისეთი მეფეების ხელში, როგორნიც იყვნენ ნებუქადნეზარი, ნაბონიდუსი და ბელშეზერი, "რომელმაც იხილა კედელზე წერილი".

სიტყვა დაკიდული ბაღები არასწორი თარგმანია ბერძნული სიტყვიდან "კრემასტოს" და ლათინური "პენსილისა". რომაული "პენსილები" ეწოდება ტერასებს თუ კარგად დავაკვირდებით მას ეს მნიშვნელობა აქვს. ამას ისიც ამტკიცებს რომ ბაბილონური ბაღები დაკიდული არ იყო არამედ ისინი გაშენებული იყო ტერასებზე. არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიმუშავა მეფემ ეს გეგმა. როდესაც ბაბილონზე ბატონობდნენ ასირიელები, ნებუქადნეზარმა კავშირი შეკრა სიაქსერესთან, მიდიელების მეფესთან. მან იცოდა, რომ იგი ემზადებოდა ნინევიის, ასირიელთა დედაქალაქის, დასალაშქრად. ნინევია დააქციეს, ხოლო ნებუქადნეზარმა შეირთო ასული თავისი მოკავშირისა, მიდიელი მეფის ასული, რომელიც გამოირჩეოდა სიტურფით. ბაბილონში მობრუნებისას ნაბუქედნეზარმა დაინახა, რომ თავისი პატარძალი არ იყო ბედნიერი. მიდიელთა სამეფო, მისი სამშობლო, მთაგორიანი ქვეყანა იყო, ბაბილონი კი მოსაწყენ ვაკეზე მდებარეობდა. ხელმწიფემ დაინახა, რომ მეფის ასული მისტიროდა თავის მშობლიურ მთებს და ამიტომ გადაწყვიტა მისთვის აეგო მთა ბაბილონშივე. მან თავი მოუყარა თავის საუკეთესო არქიტექტორებს, ინჟინრებსა და ხელოსნებს და აუხსნა თავისი გეგმა, რაც ფრიად ძვირი დაუჯდებოდა, მაგრამ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ დედოფალი ამით შეეგუებოდა თავის ახალ ოჯახს.ამ გეგმით მეფის სასახლის მახლობლად უნდა აშენებულიყო დიდი ტერასებიანი სტრუქტურა, 350 ფუტის სიმაღლისა, სადაც დარგავდნენ ხეებს, ბუჩქებს, დათესდნენ ბალახს და გააშენებდნენ ყვავილნარებს. მესოპოტამიის ეს ნაწილი გვალვიანია, ასე რომ მცენარეულობის მორწყვისათვის საჭირო იქნებოდა წყლის ამოქაჩვა ევფრატიდან. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილი იყო გეგმისა. ნაგებობის ქვედა ნაწილებში დიდი პალატები იყო ჩაფიქრებული, რომელშიც შუა ზაფხულში სიგრილე იქნებოდა, ვინაიდან მათ ფანჯრებს ფარდების მსგავსად გადაეფარებოდა სარწყავი წყლის ჩქერალები. ამ პალატებში, რომელნიც გადმოსცქეროდნენ მოფუსფუსე ქალაქს, იცხოვრებდნენ დედოფალი და მისი ქმარი, რომელთაც არ შეაწუხებდათ მესოპოტამიური ზაფხულის ხვარტი. ამრიგად, დაკიდული ბაღების მშენებლობი ისტორია სიყვარულის ისტორიაა, თვალსაჩინო მაგალითია თუ რა ზომამდე შეიძლება მისულიყო აღმოსავლელი დესპოტი, რათა ეამებინა თავისი ვნების ობიქტისთვის. ნაბუქადნეზარმა და მისმა არქიტექტორებმა თავი გაართვეს დასახულ გეგმის განხორციელებას, თუმცა შესაძლოა ძალზე ძვირი დაუჯდათ იგი. მაგ. მესოპოტამიაში არ მოიპოვება ქვა. ძველი ბაბილონური ქალაქები აგურით არიან ნაშენნი. ქვა იმდენად იშვიათი რამ იყო, რომ კარისათვის განკუთვნილ ქვის ჩარჩოებს ინახავდნენ, როდესაც ანგრევდნენ ამა თუ იმ სასახლეს ან ტაძარს, რათა ხელახალი მშენებლობისას გამოეყენებინათ ისინი. დაკიდული ბაღების სუპერსტრუქტურისათვის კი ქვა აუცილებელი იყო; ამიტომ ქვას ეზიდებოდნენ უშველებელი მანძილებიდან, რაც ძალზე ძვირი უჯდებოდათ. მეორე ტექნიკური პრობლემა რომელსაც წააწყდებოდნენ მეფის ინჟინრები, იყო პალატების დაცვა მათ სახურავზე გაშენებული ბაღებიდან წყლის გამოჟონვისაგან. მათ დასძლიეს ეს პრობლემა სახურავზე ლაქაშისა ასფალტის დაგებით, ხოლო ზემოდან ტყვიის სქელი ფენების დასხმით. სამწუხაროა რომ აღარ არსებობს აღარც ბაბილონი და აღარც მისი დაკიდული ბაღები. არქეოლოგიური გათხრებისა და სხვადასხვა აღწერებით მსჯელობენ, რომ ბაღი გაშენებული იყო ფართო გადმოწოლილ ტერასებზე, რომელთაც ჰქონდათ საფეხურის ფორმა, დაახლოებით 400 ფუტის სიმაღლეზე. ამ ტერასებს იკავებდა მძიმე თაღები. მათზე დაგებული იყო მიწის სქელი ფენები, რაც საკმარისი იყო არა მხოლოდ ყვავილების, არამედ დიდი, ნაყოფიერი ხეების ზრდისათვისაც. ბაღების ირიგაცია ხდებოდა ჰიდრავლიკური ტუმბოებით, რომელთაც ხელით ამუშავებდნენ, ან შესაძლოა ხარებით, ამის შესახებ არაფერია ცნობილი.

ბაბილონი რომ მოგვენახულებინა მესამე საუკუნეში, ვნახავდით, რომ მისი სიდიადე დაკნინების გზაზე იდგა უკვე. მეხუთე საუკუნეში სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ბაბილონი და აქედან დაიწყო მისი დაცემა. 1903 წ. ორ ათას წელზე მეტი ხნის შემდეგ, რობერტ კოლდუეიმ ჩაატარა სისტემატური გამოკვლევები და გათხარა ბაბილონის ნანგრევები, რომელიც იმ დროს აგურის ყორღანების გროვას წარმოადგენდა. ნაბუქადნეზარის სასახლის ნარჩენების მახლობლად იგი და მისი შტაბი წააწყდნენ დიდ თაღოვან აკლდამას თუ სარდაფს, რომელიც წარმოადგენდა საძირკველს ისეთი შენობისას, რომელიც ყველა სხვა შენობებისაგან განსხვავდებოდა შემოგარენში მშენებლობის უხვად გამოეყენებინათ ქვა, იქვე აღმოჩნდა გამომწვარი თიხის წარწერებიანი ფირფიტები, სჩანდა, რომ ეს სარდაფი იყო საწყობი სურსათ-სანოვაგისა, სინამდვილეში ერთგვარი მაცივარი. ცენტრალური დერეფნის ორივე მხარეს კოლდუეიმ აღმოაჩინა შვიდი სათავსო, რომელიც ფრიად გავდა ანტიკური მწერლების მიერ აღწერილ თაღოვან პალატებს დაკიდებული ბაღებისა. ერთმა მცირე აღმოჩენამ საბოლოოდ განამტკიცა მისი რწმენა რომ ეს იყო დაკიდული ბაღების ნაგებობა. ამ თაღოვანი სტრუქტურის დასავლეთ კედელთან კოლდიუიმ აღმოაჩინა უცნაური ჭა, რომელის მსგავსი მას არ ენახა არც ბაბილონში არც სხვაგან. ჭას ჰქონდა შემდეგი სახის ფორმა: მას ჰქონდა ურთიერთმიჯრილი სამი ხვრელი. ოთხკუთხა ხვრელი ცენტრში იყო მოთავსებული, ხოლო წაგრძელებული ხვრელები გვერდებზე. სრულიდ სამართლიანი იქნებოდა გვეფიქრა რომ იქ იქნებოდა მექანიკური ჰიდრავლიკური მანქანა რომელიც თანამედროვე ტუმბოს მსგავსად მუშაობდა.

როდოსის კოლოსი

ფილონ ბიზანტიელი, რომელმაც დაახლოებით 146 წელს ქრისტემდე დაწერა პირველი წიგნი სამყაროს შვიდი საოცრების შესახებ, შემდეგნაირად აღწერს ქანდაკებას:

"როდოსში დაიდგა კოლოსი 70 წყრთის სიმაღლისა, რომელიც წარმოადგენდა მზისქანდაკებას: ღვთის ხატება, ნაცნობი მის შთამომავალთათვის. ხელოვანმა იმდენი ბრინჯაოდახარჯა, რომ გამოიწვია ბრინჯაოს ნაკლებობა ჩამოსასხმელ საამქროებში; ამ ქანდაკებისწაქცევა დიდი ზეიმი იქნებოდა რვალითხურათათვის. ხელოვანმა შიგნიდან განამტკიცაბრინჯაო რკინით და ქვის ოთხკუთხა ბლოკებით, რომელთა დამაკავშირებელი ღეროებიატარებდნენ ნიშნებს უროთი დამუშავებისას, რასაც ალბათ ციკლოპის ძალა უნდადასჭირვებოდა, ასე რომ დაფარულ ნაწილს უფრო რთული შრომა დასჭირდებოდა ვიდრეხილულს... მან თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკი გაუკეთა ქანდაკებას და პროპორციულადგანალაგა ზეამწევები, რომელთაც დაეყრდნო ღმერთის ქანდაკება 70 წყრთის სიმაღლისა.კვარცხლბეკის სიმაღლე (ტერფების დონე) იმდენად დიდი იყო, რომ აჭარბებდა ყველაარსებულ ქანდაკებას, ასე რომ შესაძლებელი ხდებოდა დანარჩენი ქანდაკებების აზიდვაზემოთ; წვივები შეივსო სხვა მასალით და ქანდაკება ნაწილ ნაწილ აიტანეს ზემოთ.შენობასავით. მოქანდაკემ თანდათანობით ჩაფლა მიწის ყორღანებში ქანდაკება რითაც დაფარამისი დასრულებული ნაწილები და შესაძლებელი გახადა დანარჩენი ნაწილების დასრულებამიწის ზემოთ. ასე თანდათანობით განახორციელა მან თავისი ჩანაფიქრი, რომლისათვისაც 500ტალანტი ბრინჯაო და 300 ტალანტი რკინა დახარჯა. საბოლოოდ მან ჩამოასხა თავისი ღმერთი,რომელიც მართლაც ღვთისწორი გახდა."

ფილონი მექანიკოსი იყო და ამიტომ მას დიდად აინტერესებდა ქანდაკების ტექნიკური კონსტრუქციის საკითხები. მაგრამ არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავია ის, რომ ეს იყო ამავე დროს დიდი ხელოვანის ქმნილება. მისი მნახველები, რომელთაც ჰქონდათ შესადარებელ სტანდარტებად ფიდიასის და პრაქსიტელესის ქმნილებანი, აღნიშნავდნენ, რომ ასეთი სრულყოფილი მოდელი ადამიანის ფორმისა ჯერაც არ შექმნილა დედამიწის ზურგზე. და მაინც, არსებობს გადმოცემა (თუმცა არ ვიცით რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს), ქარესმა დაასრულა რა თავისი ქანდაკება, აღმოაჩინა შეცდომა თავის გაანგარიშებაში და თავი მოიკლა.

ფილონის, პლინიუსის და სხვათა აღწერების მიხედვით ნათელია, რომ კოლოსი იყო შიშველი ფიგურა მზის ღმერთისა, ჰელეოსის (აპოლონისა), რომელიც იდგა მაღალ კვარცხლბეკზე, ჯებირის თავში და გადასცქეროდა ნავსადგურს. მისი სიმაღლე, ჰებერტ მარონის უკანასკვნელი საინტერესო გამოკვლევის მიხედვით, იყო დაახლოებით 120 ფუტი თავიდან ფეხებამდე, კვარცლბეკის გამოკლებით. რომელიც, როგორც ფილონი აღნიშნავს, აღემატებოდა სიმაღლით ყველა სხვა ქანდაკებას. ამრიგად, მიწის დონიდან კოლოსის სიმაღლე, რომგორც ჩანს 160 ფუტამდე იყო, რაც აღემატებოდა ვრენის მონუმენტს გრეიტ ფაიერში, ლონდონში. იგი ბრინჯაოს დიდი ფურცლებისაგან იყო აგებული, რომელიც მარიონის გამოთვლით, ბრინჯაოს მონეტების სისქე იყო. სამაგიეროდ ქანდაკება შიგნიდან იყო გამაგრებული რკინის მძლავრი საყრდენებით და ქვის ბლოკებით.

რა იყო მიზეზი კოლოსის დაგეგმვისა?

ამ კითხვაზე პასუხი ისეთივე ზეაღმტაცი ისტორიაა გმირობისა, როგორც თავად ქანდაკების შექმნა. როდოსი, მცირე აზიის სამხრეთ დასავლეთი სანაპიროს მცირე კუნძული, მუდამ დიდი სტრატეგიული და კომერციული მნიშვნელობის პუნქტი იყო. ჯერ კიდევ მიკენის ეპოქაში (1500 წ. ქრისტემდე) მისი მოსახლეობა გამოირჩეოდა ზღვაოსნობით და ვაჭრობით; მათ ჰქონდათ კონტაქტები კუნძული კრეტის ცივილიზაციასთან, ხოლო მოგვიანებით, როდესაც დორიელმა ბერძნებმა დაიწყეს როდოსის კოლონიზაცია, დაახლოებით 1000 წ. ქრისტემდე, მათ ააშენეს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნავსადგური და ქალაქი, რომელიც ათენს უწევდა მეტოქეობას. ლითონის დამუშავების ხელოვნებით როდოსელნი სახელგანთქმულები იყვნენ ნილოსიდან ევფრატამდის და ერთხანს ისე გამდიდრდნენ. რომ ათენელებსაც კი შური აღეძრათ, ვინაიდან როდოსელებმა საბოლოოდ გადააჭარბეს მათ სიმდიდრით. ამასობაში მათი საზღვაო ვაჭრობა ვითარდებოდა და მათი კეთილდღეობა იზრდებოდა. ერთხანს ისინი ემორჩილებოდნენ მაუზულუსს, კარიელ მეფეს მცირე აზიაში, რომლის აკლდამაც მოგვიანებით გადაიქცა სამყაროს ერთ-ერთ საოცრებად; შემდეგ, მეხუთე საუკუნეში, როდოსი დაიპყრო სპარსეთის მეფემ დარიოსმა, რომელმაც იგი შეუერთა თავის იმპერიას. 340 წელს ალექსანდრე დიდმა დაიპყრო კუნძული; რამდენადაც იგი მაკედონელი იყო და ელინი როდოსელთა მსგავსად, მის მიერ დადგმული უღელი არ იყო მძიმე. ალექსადრეს სიკვდილის შემდეგ ისინი გათავისუფლდნენ მისი უღლიდან და აქედან დაიწყო მათი აღზევება. ისინი ეზიდებოდნენ აზიურ ნაწარმს ალექსანდრიაში ხოლო იქიდან ეგვიპტურს ავრცელებდნენ მთელს ხმელთაშუაზღვის აკვატორიაში. პტოლემესეულ დედაქალაქთან ამ მჭიდრო კავშირმა მოუტანა ომი როდოსელებს. როდესაც პტოლემე I ჩაება ომშიანტიგონესთან, მაკედონიის მართველთან, როდესელებმა მხარი დაუჭირეს პტოლემეს გემებით. ანტიგონემ არ დაივიწყა ეს და 307 წ. ქრისტემდე გაგზავნა მძლავრი დამსჯელი ექსპედიცია როდოსზე, თავისი ვაჟის დემეტრიოსის სარდლობით. 40 000 კაცი ახლდა დემეტრიოსს, რაც როდოსის მთელი მოსახლეობას აღემატებოდა, მაგრამ მათი შეუპოვარობით, მამაცობით და პტოლემეოსის დახმარებით მტერი დაამარცხეს და განდევნეს. მის საპატივცემულოდ კი ააგეს მზის ღვთაების ჰელიოსის ქანდაკება თავიანთი ნავსადგურის კარიბჭესთან. მისი აგება კი დაეკისრა ლისიპე ქარესს, რომელიც იყო ალექსანდრეს საყვარელი მოქანდაკე, პტოლემე კი ალექსადრეს გენერალი. აგრეთვე მამაცურად იბრძოდა როდოსის დასაცავად მტრის წინააღმდეგ. ძვ. წ. 224 წლისათვის როდოსი დანგრეულ იქნა მიწისძვრის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის და ეგვიპტის ყველაზე დახელოვნებულმა ინჟინრებმა სცადეს ქანდაკების ხელახლა აღმართვა, ყოველ მათგანს ხელი მოეცარა. ეს წაქცეული გოლიათი მიწაზე იწვა თითქმის 800 წელს. მერმისში 667 წელს ქრისტეს შემდეგ, არაბებმა დაიპყრეს როდოსი და მიჰყიდეს ქანდაკება ებრაელ ვაჭარს ლითონის სახით. მან წაიღო სამასი ტონა ბრინჯაო 900 დატვირთული აქლემით. დღესდღეობით არც ერთი ნამსხვრევი არ არის შემორჩენილი და ვერც ვერავინ გეტყვით, თუ ზუსტად სად იდგა კოლოსი. შემორჩა მხოლოდ რამოდენიმე წერილობითი ხელნაწერი.


მაუზოლუსის აკლდამა

მაუზოლუსი იყო მმართველი კარიის პროვინციის მართველი, ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მეოთხე საუკუნეში. მის შესახებ მცირე ცნობებია შემორჩენილი. იგი იყო ენერგიული მეომარი. დაიპყრო როდოსი და ერთხანს ბატონობდა მეზობელ ლიკიის სახელმწიფოზე. მაგრამ იგი მაინც რჩებოდა სპარსეთის სატრაპად. მისი სახელი შემოვიდა თანამედროვე ენაში და დაიმკვიდრა როგორც სიტყვა "მაუზოლეუმი" მისი მეუღლის, არტემიზიას ერთგულების წყალობით. თავისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ 353 წ. ქრისტეს შობამდე მან დააგზავნა ემისრები საბერძნეთში, რათა თავი მოეყარათ საუკეთესო ხელოვანთათვის, მოქანდაკეთათვის, ბრინჯაოს ხელოსანთათვის და სხვა მოხელეთათვის და ჩამოეყვანათ ისინი დედაქალაქში. ჩვენ ვიცით ზოგიერთი მათგანის სახელი: არქიტექტორები: სატიროსი და პითიასი; მოქანდაკენი: სპოპასი(რომელიც განთქმული იყო მოძრაობის ხაზებში გადმოცემის საოცარი ხელოვნებით), ლეოხარესი, ბრიაქსისი და ტიმოთეოსი. ესენი იყვნენ მთავარი ხელოსანნი; ეჭვგარეშეა რომ მათ კიდევ მრავალი ხელოსანნი ახლდათ თან. არტემიზია არ მოსწრებია მის დასრულებას მაუზოლუსის სიკვდილის შემდეგ ისიც ორ წელიწადში გარდაიცვალა: მაგრამ ხელოვანთ გადასწყვიტეს, ძველი ისტორიკოსების სიტყვით, დაესრულებინათ აკლდამა "თავისი სახელისა და ხელოვნების უკვდავსაყოფად".

ჩვენ რომ შეგვეცურა ჰალიკარნასის ნავსადგურში, III საუკუნეში, ჩვენ წინაშე გაიელვებდა თეთრი მარმარილოს კოლონები არტემიზიას მონუმენტისა, რომელიც აღმართულიყო ქალაქიდან ოდნავ მოშორებით და დასცქეროდა ყურეს. მიახლოებისას გამოჩნდებოდა დიდი ოთხკუთხა ეზო გალავნით შემოღობილი, მის ცენტრში მაღალი ქვის ბაქანი იყო მარმარილოს საფეხურებიანი, რომელსაც ყოველი მხრიდან ლომის ქანდაკებები დარაჯობდნენ. მეორე კედელი გარს ერტყმოდა ბაქანს და ამ კედელზე მოჩანდა სკულპტურული ფიგურები ღმერთებისა და ქალღმერთებისა. ყოველ კუთხეში მეომრები მოსჩანდნენ ცხენებზე ამხედრებულნი. ყველა ეს ფიგურა მრგვალად იყო გამოქანდაკებული.

ბაქანზე ძირითადი ნაგებობა იდგა; ქვედა სართულში სარკოფაგის ოთახი იყო მარმარილოსი, ოთხკუთხა, ოთხივე მხარე სკულპტურული რელიეფით დამშვენებული. მასზე აღმართულიყო 36 იონიური სვეტი მოთეთრო-ოქროსფერი მარმარილოსი. ისინი შესდგომოდნენ ლავგარდანებს, აგრეთვე მდიდრული ჩუქურთმებით დამშვენებულთ, ხოლო მათ ზევით ატყორცნილი იყო საფეხურისებრივი პირამიდა ისეთი მსუბუქი და გრაციოზული, რომ, მისი მნახველების სიტყვით, იგი თითქოსდა ჰაერში დაფარფატებდა. პირამიდის ბრტყელ ზეთავს აგვირგვინებდა კოლოსალური სკულპტურული ჯგუფი თეთრი მარმარილოსი: ეტლში შებმული ოთხი ცხენი ოქროსა და ბრინჯაოს მოსართავებით. ეტლში ორი ფიგურა იდგა სადავის მპყრობელი მამაკაცისა და მის გვერდზე ქალისა. მამაკაცი მაუზოლუსი იყო თავად; ქალი კი ალბათ ათენა, მაგრამ შესაძლოა არტემიზიაც. ძეგლი 140 ფუტი სიმაღლისა და იოლად წარმოსადგენია სკულპტურული ჯგუფის ზომა მიწის დონიდან დანახული.

ეს ჩვენი პირველი შთაბეჭდილებაა-ბრწყინვალების, ღირსებისა და სიდიადისა-მარგალიტივით შენობა მწვანე კვიპროსების, შევერცხლილი ზეთისხილებისა და ლურჯი ზღვის ფონზე. მაგრამ ახლოდან მეორე კონსტრასტული შთაბეჭდილება მოგველოდა მძლავრი, დაუცხრომელი მოძრაობისა. მაუზოლეუმის ქვედა ნაწილში სამი სკულპტურული რიგი იყო: ბერძნების ბრძოლა ამორძალებთან, გააფთრებული კენტავრების ბრძოლა ლაპიტებთან, ეტლემის მარულა, დაძაბული მხედრები, გაფრენილი ფაფარაშლილი ბედაურები და ყოველივე ეს თეთრ მარმარილოში როდი იყო გაყინული; ისინი შეფარდებულნი იყვნენ, - როგორც თითქმის ყველა ბერძნული ქანდაკება - ხორცი წითლად. სამოსი თეთრად, მწვანედ და ოქროსფერად, ხოლო მეომრების საჭურველი, აბჯარი და ცხენთა აღკაზმულობა - ოქროსა და ბრინჯაოსფრად. ერთი ავტორი წერს: "ამის შედეგი იყო მშვენიერი სურათი რიტმული მოძრაობისა მთელ რიგში. ბრძოლის ომახიანობა და სიფიცხე არსად გამოსახულა მეტი ძალმოსილებით".

ამ დიდების არც ერთი ნამუსრევი აღარ არის შემორჩენილი დღეს ჰალიკარნასოსში. მაუზოლუსის არც ერთი სურათი არ შემორჩენილა, თანამედროვეთა აღწერები კი, რომელთაც ჩვენ ვფლობთ, მცირეა და არასაკმაო. ვით აღვადგინოთ მაშ შენობის სურათი? კითხვაზე ნაწილობრივ პასუხს გვაძლევს არქეოლოგია.

არტემიზიას მონუმენტი, როგორც ჩანს, არსებობდა თხუთმეტი საუკუნე, ქრისტეს შემდეგ მეთორმეტე საუკუნემდე და უფრო მოგვიანებითაც. მაგრამ 1402 წელს, იერუსალიმის წმ. იოანეს ორდენის ჯვაროსნებმა დაინახეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰალიკარნასოსისა (ანუ ბუდრუმისა, როგორც მას იმჟამად ეწოდებოდა) და დაიწყეს იქ ციხესიმაგრის მშენებლობა. მეთორმეტედან მეთოთხმეტე საუკუნემდე, ქრისტეს რაინდები, პალესტინიდან გამოდევნილნი, აგებდნენ სიმაგრეებს ხმელთაშუაზღვის მთელ აუზში- კვიპროსზე, როდოსზე და მცირე აუზის მთელ სანაპიროზე. ჰალიკარნასოსი შერჩეულ იქნა როგორც მძლავრი სიმაგრე და დაიწყო ნგრევის სამუშაოები. ამ შენობის ქვის გარდა საკმაო სამშენებლო მასალა იყო ირგვლივ და ძველი ბერძნული ქალაქის ნანგრევების სახით.

თავდაპირველად, როგორც ჩანს, მაუზოლიუმის ზედა თავი დაირღვა. ჩვენ ვიცით რომ 1472 წელს იგი დანგრეული იყო მაგრამ 50 წლის შემდეგ ახალი საფრთხე გამოჩნდა. სულთანმა სულეიმანმა დაიწყო დიდი შეტევისთვის მზადება ჯვაროსნების წინააღმდეგ, რომელთაც ეპყრათ როდოსი და მცირე აზიის სანაპირო. წმ. იოანეს ორდენის დიდოსტატმა იწყო მზადება წინააღმდეგობისათვის და ბრძანა ციხის შეკეთება. ამ დროისათვის, 1522 წ. , მაუზოლეუმის დანარჩენი ნაწილი დაარღვიეს საძირკვლამდე, ხოლო მარმარილოს კირისაგან კარი გამოსწვეს. ამჟამინდელ მატეანეთა მიხედვით, ჯვაროსნებმა შეაღწიეს შიდა აკლდამაში, რომელიც ალბათ საძირკველში მდებარეობდა, და იპოვნეს მაუზოლუსის სარკოფაგი. აკლდამის კედლები დამშვენებული იყო ბარელიეფბით, რომელიც დალეწეს მძარცველებმა და, როგორც ჩანს კირად აქციეს. არსებობს გადმოცემა, რომ მათ მხელი არ ახლეს სარკოფაგს, ვინაიდან უკვე დაღამდა და ჩამობნელდა. ისინი დილით კვლავ მობრუნდნენ სიმაგრეში რათა დაეთვალიერებინათ სარკოფაგი, მაგრამ იგი უკვე გაძარცვული აღმოჩნდა ადგილობრივი ქურდემის მიერ. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე კარიის მეფისა და მისი დედოფლის გვამები რომელთაც არავინ შეხებია 18 საუკუნის განმავლობაში, გაიძარცვა და როგორც ჩანს, განადგურდა.

წერილობითი მონაცემების შესწავლისას და ფრაგმენტების დეტალური შესწავლის გზით, არქეოლოგებმა შეძლეს შენობის თავდაპირველი სურათის აღდგენა. სკულპტურული და არქიტექტორული დეტალები დღემდე ინახება ბრიტიშ მუზეუმის სპეციალურ დარბაზში, რომელსა მაუზოლეუმის დარბაზი ეწოდება.


არტემიდეს ტაძარი ეფესოში

ტაძარს რომელსაც ჩვენ განვიხილავთ წარმოადგენს არტემიდას ტაძარს. ეს ბერძნებისთვის არტემიდა იყო, რომაელთათვის - დიანა, ნადირობის ქალღმერთი, ტანწყობილი აღნაგობის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მშვილდი ეკიდა შიშველ მხრებზე: ქალწულთა პატრონი და თავისი ერთ-ერთი ასპექტით, მთვარის ღვთაება. მართალია, მისი კულტი ბერძენმა კოლონიზატორებმა მოიტანეს იონიაში, მაგრამ მხოლოდ გვიანდელ პერიოდში მოხდა მისი გაიგივება უძველეს ეფესელ დედა-ქალღმერთთან, რომელიც გაცილებით უფრო პრიმიტიული იყო. ვატიკანის მუზეუმში ინახება იდუმალებით მოცული მისი ხატება ელინისტური ხანისა, მაგრამ როგორც ჩანს, იგი არეკლავს ადრეულ ქანდაკებათა ფორმას.

ეს საკმაოდ მახინჯი ფიგურაა. წელს ქვემოთ იგი ეგვიპტურ მუმიას ჰგავს, წელს ზემოთ კი, მხრებიდან ჭიპამდე. მისი მკერდი უამრავი ძუძუთი არის დაფარული, თითქოს კარტოფილები გადმოცვენილანო ტომრიდან. ზოგი ავტორიტეტი თვლიდა, რომ ეს მრავალრიცხოვანი ძუძუ თავდაპირველად ფინიკის მტევნები იყო, ქალღმერთის წინსაფარზე გადმოფენილი, უფრო გვიან, ნაყოფიერების ეს ემბლემები შეცვალა ძუძუებმა. მას გაუშლია ბრინჯაოს ხელები, თითქოს უნდა მოეხვიოსო თაყვანისცემად მოსულ ადამიანს. უცნაური, პატარა ცხოველები დაცოცავენ მის სახელოებზე. მათი თავები მიბრუნებულან ქალღმერთის ბრინჯაოს სახისკენ, რომელსაც თავზე ახურავს შეუფერებელი ცილინდრული საგანი, კრებიანი მრგვალი კოშკის მსგავსი. თავზე დისკო აქვს ჩამოცმული, რგოლის მსგავსი, რომელზედაც სხვა ცხოველების თავები მოსჩანს, ასეთივე ცხოველებია "მუმიის სახვევებზე", რომელნიც ფეხს ფარავენ.

ასეთი იყო ეფესელთა დიანა, რომელშიც აღმოსავლეთის და დასავლეთის რელიგიური კოცეფციები უცნაურად შერწყმულიყვნენ, ვინაიდან სახე აშკარად ელინური იყო, მაშინ, როდესაც ყოველივე დანარჩენი აზიურ იერს ატარებდა. ნაყოფიერების ასეთი სიმბოლოს თაყვანს სცემდნენ დასავლეთის კუნძულებზე ათასწლეულებით ადრე არიელი ბერძნების ჩრდილოეთიდან მოსვლამდე. გვაგონდება მკერდგაშიშვლებული მინოსელი ქალღმერთი, რომლის ქანდაკებაც აღმოაჩინა სერ არტურ ევანსმა კრეტაზე, კნოსის სასახლეში.

დიანას მთავარი ქანდაკების გარდა, რომელიც იდგა ტაძარში ათასი პატარა ფიგურა კეთდებოდა პილიგრიმებისთვის, ისევე როგორც ლურდში დღემდე არის ქუჩები, სადაც ფარდულებში ყიდიან წმ. ქალწულის გამოსახულებებს. დიანას ამ ფიგურების დამზადება დიდი საქმიანობის წყარო იყო და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ერთ-ერთმა ასეთმა საქმოსანმა, დემეტრიოსმა, პროტესტი განაცხადა, როდესაც უცხოეთიდან ჩამოსულმა ებრაელმა, სახელად პავლემ, მოუწოდა ეფესელებს დაეთმოთ თავიანთი კერპთაყვანისმცემლობა.

ეფესის ტაძარი აღმოაჩინა ინგლისელმა ი. ტ. ვუდმა, რომელიც 1863 წელს ბრიტიშ მუზეუმმა მიავლინა მისი ადგილმდებარეობის შესასწავლად. ამიტომ დავიწიოთ უკან დროში და ვნახოთ, რას მიაღწია ვუდმა თავისი კვლევით.

უწინარეს ყოვლისა, არსებობდა ტრადიციული გადმოცემები ანტიკური ავტორებისა. მათ მიხედვით, ერთ დროს არსებობდა საკულტო ხე მდინარის დელტაში, ჭაობიან მიწაზე, ეფესის მახლობლად. კიმერიელებმა, რომელნიც მივიდნენ მცირე აზიის სანაპიროზე 660 წელს ქრისტემდე, დააქციეს ეს სამლოცველო, მაგრამ იგი შემდგომში შეკეთდა. ეს მეორე ტაძარიც დაანგრიეს და შემდეგ აღადგინეს; თუმც მალე იგიც ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, ქრისტემდე მეექვსე საუკუნეში ეფესი გადაიქცა დასავლეთ აზიის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად და მისმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ტაძრის აღდგენა, რათა კიდევ უფრო დიდებული იერი მიეცათ მისთვის. სახსრები გაიღო რამოდენიმე მეზობელმა სახელმწიფომ და ლიდიის მეფემ, კროესუსმა, რომლის სახელიც ულევი სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. იგი მეფობდა 560-546 წლებში ქრისტემდე, რაც მიახლოებითი თარიღია მესამედ აღდგენისა. ამბობენ, რომ მან უსახსოვრა ტაძარს სვეტების დიდი ნაწილი, თუმც დღესაც გაუგებარია მისი მხრით ეგზომი პატივისცემა დღემდე ბუნდოვანი დანიშნულების სამლოცველოსადმი. ერთი რამ ცხადია: როდესაც შემდგომ საუკუნეში ჰეროდოტემ მოინახულა ეფესი, მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ტაძარმა, რომ იგი მას ისეთივე აღტაცებით ახსენებს, როგორც პირამიდებს და მოერისის ლაბირინთს. იგი თეთრი მარმარილოსაგან იყო ნაგები და ოთხგზის აღემატებოდა თავის წინამორბედს, უმშვენიერესი იონიური სვეტებით დამშვენებული. რომელთაგან ზოგიერთს ქანდაკებაც ამშვენებდა. ეს იყო იშვიათი ნიმუში ბერძნული არქიტექტორისა.

ჰეროდოტეს ვიზიტიდან ერთი საუკუნის შემდეგ ტაძარი კვლავ განადგურდა, ამჯერად ვინმე ჰეროსტრატეს უკუღმართი საქციელის შედეგად (356 წ. ქრისტემდე), რომელმაც დასწვა იგი თავის სახელის უკვდავსაყოფად. ამას მართლაც მიაღწია მან ტომას ბრაუნი ამის შესახებ წერდა:

"ჰეროსტრატე ცოცხლობს, დიანას ტაძრის დამწველი, ხოლო მისი ამგები თითქმის აღარავის ახსოვს, დიანას სამლოცველო მეოთხეჯერაც აღადგინეს მდინარის პირას, ჭაობიან მიწაზე, ამჯერად კიდევ უფრო დიდებული და მშვენიერი, ვიდრე ოდესმე. ამბობენ, რომ ეფესელი ქალები ჰყიდდნენ თავიანთ სამკაულებს და ქმნიდნენ ფონდებს; მეფეები, კროესუსის მიბაძვით, უძღვნიდნენ მას კოლონებს; თვით ალექსანდრე დიდმა, როდესაც იგი აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა შესთავაზა ეფესელთ მთელი ხარჯის გაღება ტაძრის აღსადგენად. თუ ამ ძეგლს უძღვნიდნენ დიანას მისი სახელით. ამაზე ეფესელებმა უპასუხეს სანიმუშო ტაქტით: "განა შეიძლება ერთმა ღვთაებამ მეორეს მიუძღვნას ტაძარი?" ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო. ალექსანდრემ თავისი გზა განაგრძო, ხოლო ეფესელთ დააგვირგვინეს თავიანთი საქმე დაახლოებით 323 წ. ქრისტემდე, ტაძრის დასრულებით. ეს იყო ის ნაგებობა, რომელიც ნახა პავლე მოციქულმა. მანამდის, სამი საუკუნის განმავლობაში, ტაძრის მშვენება ანდაზად იქცა. ადამიანები ზღვის გაღმიდან მიდიოდნენ, არ უფრთხოდნენ დიდ და საშიშ გზას, რათა თვალი შეევლოთ მისთვის და მსხვერპლი შეეწირათ ქალღმერთის საკურთხეველზე. მისი არქიტექტურის ზეაღმტაცი მშვენების გარდა-127 სვეტი, თითო მათგანი 60 ფუტის სიმაღლისა, 36 ქანდაკებით დამშვენებული, - ყოველივე ეს იზიდავდა სიმდიდრეს საბერძნეთიდან და მცირე აზიიდან. აღმოსავლური მონარქიები და ბერძნული დემოკრატიები ეჯიბრებოდნენ ურთიერთს უმდიდრესი ძღვენის გამოგზავნაში. ქვედა თაღები ძვირფასი ლითონებით იყო შემკული, ზემო დარბაზებში ნაირგვარი საუნჯე ინახებოდა წმ. პეტრეს ტაძრის მნახველებს დღესაც აღაფრთოვანებს მიქელანჯელოს პიეტა და ბერნინის ქანდაკებანი, დიანას ტაძრის მნახველები კი ორი ათასი წლის წინ თავიანთ გარშემო ხედავდნენ ბერძნული გენიის უზენაეს მიღწევებს."

არტემიდეს ტაძარმა კიდევ ორ საუკუნეს იარსება პავლე მოციქულის ვიზიტის შემდეგ, ხოლო ქრისტეს შემდეგ 260-268 წლებში, რომის იმპერატორის, გალენიუსის მმართველობაში, იგი გაძარცვეს და დასწვეს გუთებმა. იგი აღარ აღუდგენიათ, რაც იმის ნიშანი იყო, რომ დედა-ღმერთქალს აღარ ერთგულებდნენ ისეთი ადამიანები, როგორნიც ორი საუკუნით ადრე შეუერთდნენ ვერცხლისმჭედელ დემეტრიოს და ყვიროდნენ: "დიდ არს არტემი ეფესთელთაი". ძველი რელიგია კვდებოდა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად უნდა ქცეულიყო. როდესაც კონსტანტინემ, რომის იმპერატორმა, თავის დროშებზე ჯვარი გამოსახა, ტაძარი სამტეხლოდ იქცა. პრაქსისტელესის ქანდაკები დალეწეს და კირად აქციეს; სახურავი, ლავგარდანები, კოლონები დაამსხვრიეს და საშენ მასალად წაიღეს. მზე დასცქეროდა სახურავგადახდილი ტაძრის დამსკდარ იატაკს, სადაც უწინ ათასობით პილიგრიმი დამხობილი ლოცულობდა საკურთხეველთან, ამჯერად რომ დაცარიელებულიყო.

მაგრამ დიდ დედასთან კავშირი იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი გაწყვეტა ერთბაშად მაინც არ შეიძლებოდა. ქრისტიანებმა ააგეს ტაძარი იმავე ადგილას და მიუძღვნეს ქალწულ მარიამს. დროთა განმავლობაში ისიც განადგურდა და ბოლოს ჭაობიანი ადგილის მეტი აღარაფერი შემორჩა ერთ დროს დიდებული ქალაქის, ეფესის მახლობლად.

ზევსის საკურთხეველი

მრავალი ე.წ. "ბერძნულ" ღმერთთა შორის, სინამდვილეში როდი იყვნენ ბერძნულნი. ზოგნი არტემიდეს და დიონისეს მსგავსად, აღმოსავლეთიდან ისესხეს ბერძნებმა; სხვანი, ათენას მსგავსად, დაპყრობილი ხალხებიდან შემოვიდნენ მათ ქვეყანაში. ზევსი კი წმინდა ბერძნული ღმერთი იყო და ოლიმპიაზე იდგა მისი სახელგანთქმული ტაძარი, რომელსაც ამშვენებდა დიდი ქანდაკება ოქროსი და სპილოს ძვლისა, ფიდიასის მიერ ნახელოვნები, რომელიც შევიდა მსოფლიოს შვიდ საოცრებათა რიცხვში.

ოლიმპიური თამაშების სახელი ამ წმინდა ადგილიდან მომდინარეობს. 776 წლიდან (ქრისტეს შობამდე) ისინი იმართებოდა ყოველ მეოთხე წელს (ზოგი ბერძნული წყაროს მიხედვით კი მეხუთე წელს) ასწლიანი პერიოდის განმავლობაში. თამაშების წარმოშობა, მათი კავშირი ზევსთან გაურკვეველია, მაგრამ ეს ჩვეულება მყარად არის ფესვებგამჯდარი ბერძნული მოდგმის ისტორიაში და, როგორც ჩანს, არსებობდა ძვ. წ. მერვე საუკუნეზე ადრე. ზოგიერთი ავტორიტეტის აზრით, შესაძლოა მათი საწყისი ვეძებოთ ჰომეროსის მიერ ნახსენებ სამგლოვიარო თამაშებში, რომლის პოემებიც განასახიერებდნენ ტრადიციების უადრესი ბერძნული ცივილიზაციისას, რომელიც ყვაოდა 15 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ქრისტეს შობამდე.

თამაშების ამგვარი ახსნა თითქოს ახლოა სიმართლესთან, იგი ავტორს საქმის გაიოლებად ეჩვენება. ათასობით ადამიანი მოდიოდა ოლიმპიაში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, რომელთა მიზანი იყო არა მხოლოდ თამაშების ყურება, არამედ მსხვერპლის შეწირვა ზევსის საკურთხეველზე, ტაძარში, რომლის მნიშვნელობაზეც ნათლად მეტყველებს მისი მიკუთვნება სამყაროს 7 საოცრებისათვის, იმ ადგილას, სადაც იდგა ქრიზენფალტინის ქანდაკება ზევსისა, საუკუნის უდიდესი მოქანდაკის მიერ შესრულებული. ალტისში, ანუ საღვთო ტყეში, რომელშიც იდგა ტაძარი, გაფანტული იყო სხვა ქანდაკებებიც, ღმერთებისა და გმირების სახელზე აღმართულნი შეჯიბრში გამარჯვებულთა მიერ სამადლობელი მსხვერპლის ნიშნად.

ზევსის საკურთხეველთან მისასვლელი გზის ლანდშაფტი თითქმის არ შეცვლილა. გზები კვლავ თეთრია და მტვრიანი; აგვისტოში უწყალო მზე აცხუნებს: მთა კრონოსი, რომელსაც ეწეოდა ზევსის მამის სახელი, მუხნარით, ზეთისხილისა და ნაძვის ტყეებითაა დაფარული, რომელნიც ეშვებიან დაბლობზე, სადაც მდებარეობს ალტისი და ოლიმპიის საღვთო ტყე. ჰაერი თბილია და სურნელოვანი.

ჩვენი ვიზიტორი დაინახავდა, რომ ალტისი და მისი შემოგარენი, რომელიც სხვა დროს უკაცური იყო ხოლმე, ამჟამად ივსებოდა ხალხით. ხანგძლივი და დიდი ხმაური ისმოდა მოვაჭრეთა ურიცხვი ფერადი ჯიხურებიდან, სადაც ჰყიდდნენ სურსათს და გასართობ საგნებს, ათასობით კარვებიდან, სადაც ბინადრობდნენ სტუმრები, რომელთა უმრავლესობას ღია ცის ქვეშ ეძინა. იქვე, კონუსისებრი მთის, კრონოსის კალთებზე, მოჩანდა ზღუდე, ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთი შედევრთაგანი. ლურჯი ცის ფონზე მოჩანდა თეთრი მარმარილოს კოლონები, ლავგარდანებით და კვარცხლბეკებითურთ, რომელთაც ამშვენებდა სკულპტურები და ფერწერული ნამუშევრები ბერძნული მითოლოგიის მოტივებზე. აქვე იყო ჰერაიონი, ზევსის მეუღლის, ჰერას ტაძარი, სადაც მოსჩანდა ჰერას ვეება თავი და აგრეთვე ქანდაკება შიშველი ჰერმესისა, პრაქსიტელესის მიერ ნახელოვნები. ჰერაიონი უძველესი ტაძარი იყო ოლიმპიისა ძვ. წ. მერვე საუკუნეში აგებული, მაგრამ ორგზის გადაკეთებული.

კიდევ მრავალი სხვა შენობა იდგა აქ, მაგრამ ყველაზე დიდებული და მნიშვნელოვანი იყო ტაძარი თავად ზევსისა. იგი დასრულდა ძვ. წ. 456 წელს და იდგა ზღუდის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში (ჰერაიონს ჩრდილო დასავლეთ კუთხე ეკავა). იგი მასიურ პლატფორმაზე იყო აღმართული და მძიმე დორიული სვეტებით გარშემორტყმული, რომელთა რიცხვი გვერდებზე ცამეტ-ცამეტი იყო, ხოლო ბოლოში - ექვსი, რომელთაც აგვირგვინებდა ბრტყელი, დახრილი სახურავი. პავსანიასის მიხედვით იგი დაზიანდა ომის შედეგად, რომელიც მოხდა ელისელებსა და მათ მეზობელ ქალაქს პიზას შორის, რომელიც უმდიდრესი იყო ბერძნულ სამყაროში. ელისელებმა აიღეს ეს ქალაქი. ზევსის ტაძარი პართენონის მსგავსად როდი იყო ნაგები ურელიეფო თეთრი ქვისაგან. მისი გვერდები მოხატული იყო დიდი ხელოვნებით. ლავგარდანების ზედა ნაწილი წითლად იყო მოხატული, ხოლო ტრიგლიფები - ცისფრად. სახურავი თეთრი მარმარილოსი იყო, რომელიც ირეკლავდა მზის სხივებს, ხოლო ტაძრის თითოეული წახნაგი სავსე იყო უხვად შეფერადებული ქანდაკებებით და სამკუთხა პედიმენტებით იყო დამშვენებული, რომელთაც ექვს-ექვსი სვეტი ერტყა გარს.

მთავარი პედიმენტის სცენა მშვიდი იყო და ღირსებით სავსე, როგორც ამას მოითხოვდა ბერძნული რელიგიური ტრადიცია. აქ ასახული იყო ეტლთა შეჯიბრი იონამაოსსა, ჰიპოდამიას მამასა და პელოპსს შორის, რომელიც იყო პელოპონესის გმირი და ითხოვდა ჰიპოდამიას ხელს. ლეგენდა გვიამბობს, რომ იონამაოსმა ნება მისცა მას თავისი ქალიშვილის გატაცებისა, მაგრამ დაიტოვა უფლება, რომ გამოსდგომოდა ეტლით და განეგმირა იგი შუბით. მაგრამ პელოპსი არაკეთილსინდისიერად მოიქცა, მან დაიყოლია მირტილუსი, იონამაოსის მეეტლე, რომ გადაებრუნებინა ბატონის ეტლი. ასე რომ, დევნის დროს იონამაოსი გადმოვარდა და დაიღუპა. შემდეგ პელოპსმა თავიდან მოიშორა მირტილუსი: მოკლა იგი. ვერაგობის და გამცემლობის ასეთი ამბავი აირჩიეს ელისელებმა თავიანთი ღმერთების მეუფის უმთავრესი ტაძრის თაყვანისცემის ემბლემად - საინტერესო მაგალითი იმისა, თუ როგორია განსხვავება წარმართულ და ქრისტიანულ რელიგიებს შორის, რაც ფრიად დიდი სიძნელის წინაშე აყენებს ჭეშმარიტების იმ მაძიებლებს, რომლებიც აიდიალებენ ბერძნულ ხასიათს.

დასავლეთ პედიმენტი ილუსტრირებული იყო კენტავრებისა და ლაპითების ცნობილი ლეგენდით; მეორე ამბავი, რომელიც, როგორც ვნახეთ ასახული იყო აგრეთვე ჰალიკარნასის მაუზელიუმზეც. ლაპითების მეფემ დაპატიჟა კენტავრები (კენტავრი - ნახევრად კაცი ნახევრად ცხენი), რათა დასწრებოდნენ მის ქორწილს დეიდამისთან. შეზარხოშებულმა კენტავრებმა სცადეს გატაცება პატარძლისა და გაჩაღდა ცხარე ბრძოლა, რომელშიც ლაპითებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს. ბერძენ მოქანდაკეებს უყვარდათ ეს თემა, ვინაიდან როგორც სჩანს, იგი აძლევდა მათ დიდებულ საბაბს ცხარე ბრძოლის სურათის აღწერისას: დაძაბული კუნთები, შიშისა და მრისხანებისგან დაღრეჯილი სახეები, გამარჯვების შვება და სუკვდილის აგონია.

ქრისტეს შობამდე მეხუთე საუკუნეში შექმნა ფიდიასმა ეს ქანდაკება. ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების აღწერა ჰგავს გარიკის ამბავს: არავის უნახავს იგი ცოცხალთა შორის და კაცი უნდა მიენდოს მის მნახველთა მონათხრობს. პავსანიასი და არქეოლოგები გვაძლევენ მცირეოდენ გასაღებს. ქანდაკება იდგა, როგორც ჩანს, ტაძრის ცენტრალური დარბაზის, ანუ ცელას დასავლეთ ბოლოში. იგი იდგაქვის კვარცხლბეკზე, რომლის სიგანე სამი ფუტი იყო, ხოლო სიგრძე 22 ფუტი. ქანდაკება 40 ფუტის სიმაღლისა იყო და თითქმის ეხებოდა ჭერს. იგი ქრიზელეფანტინისაგან იყო ნაგები: სპილოს ძვალი და ოქროს ფურცლები, ხისჩნჩხზე დამაგრებულნი. სინესტის გამო საჭირო იყო ამ ხის პერიოდული დაზეთვა, რათა იგი არ დაგრეხილიყო. ქანდაკებას უვლიდნენ საუკუნეების განმავლობაში მისი ავტორის ფიდიასის ჩამომავალნი.

ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე, რომელიც ძვირფასი ქვებით, ეკალმუხითა და სპილოს ძვლით იყო მოპირკეთებული. ფეხები ედგა პატარა საკარცხულზე, რომელიც იდგა თაყვანისმცემელთა თვალების დონეზე. მარჯვენაში ეპყრა ოქროსა და სპილოს ძვლის ემბლემა გამარჯვებისა. მარცხენაში - სკიპტრა ძვირფასი ლითონებისაგან ნახელოვნები, რომელზედაც იჯდა არწივი. მის მძლავრ მხრებზე, რომელნიც სპილოს ძვლისაგან იყვნენ გამოყვანილი, დიდი ოქროს მანტია იყო გადაფენილი, ყვავილებისა და ცხოველების გამოსახულებებით მოხატული. მისი წვეროსანი, მშვიდი სახე მსხვილი წარბებითა და ხშირი კულულებით იყო დამშვენებული. არსებობს გადმოცემა, რომ, როდესაც ფიდიასს ჰკითხა პანმა, თუ რა ასპექტში ჰქონდა მას განზრახული ღმერთის წარმოდგენა, მოქანდაკემ მიუგო, რომ მისი ქანდაკების მიზანი იყო გადმოეცა ის, რასაც ჰომეროსი გადმოგვცემს სიტყვებით:

"ესრეთ რქვა მეუფემ, ძემან კრონისისამ, შეჰყარა წარბები,

დახარა თავი და უხრწნელნი კულულნი წინ გადმოიღვარნენ

უკვდავი შუბლიდან. შეირყა დიდი ოლიმპო ანაზდად".

ეს არის ფიგურა, რომელსაც იხილავდა ჩვენი მოგზაური, და რომელსაც ჩვენ ვერასოდეს ვიხილავთ.